„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“- საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეების გზავნილი მსოფლიოს
25-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში ლოზუნგით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეები და მასწავლებლები ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გამოეხმაურნენ. 

ღონისძიების მიზან​ი იყო დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთება.

21 მარტი  - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203