ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ტყის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს
25-03-2021

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „კოლხას“ წევრებმა, რომლებიც ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში მონაწილეობენ, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით სასკოლო ღონისძიებების ციკლი დაგეგმეს, რომელიც ტყის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

„I-IV კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ნახატები (ფასილიატატორი ნატო დანგაძე). V–VI კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერულ ლაბორატორიაში შექმნეს ციფრული პოსტერები (პედაგოგი მარიკა პოროხოვი). VII კლასის მოსწავლეებთან ამ დღისადმი მიძღვნილი ინტერაქტიური ლექცია ჩაატარეს ეკოკლუბ „კოლხას“ წევრებმა. ამ შეხვედრის დროს ეკოკლუბის მასწავლებლების - ეკატერინე ნაროუშვილისა და ნათია მელქაძის ხელმძღვანელობით შედგა ონლაინ შეხვედრა ხარაგაულელ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან (მზეო ბერაძე – მაიკროსოფტის ექსპერტ მასწავლებელი), ამით ეკოკლუბებს შორის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი  და დაისახა ახალი გეგმები. მაგალითად, წყლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მხიარული ონლაინ შეჯიბრების ჩატარება. ხარაგაულელმა მოსწავლეებმა გაგვიზიარეს პრეზენტაცია ბორჯომ–ხარაგაულის დაცული ტერიტორიის შესახებ. ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება საინტერესო ღონისძიებებში ერთად 
მონაწილეობით, როგორც რესპუბლიკურ, ასევე საერთაშორისო პროექტებში“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203