
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ამ დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით გამოეხმაურნენ.
ღონისძიების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთება.
21 მარტი - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები