„ჩემი დიდებული სკოლა“ - ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
25-03-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია, სახელწოდებით „ჩემი დიდებული სკოლა“ მოამზადეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრეზენტაციაზე, ინგლისური ენის პედაგოგ ნანა მალაყმაძის ხელმძღვანელობით, IIIა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
„ინგლისურ ენაზე დაახასიათეს სკოლა, სადაც ისინი სწავლობენ; გამოიყენეს ნასწავლი ზედსართავი სახელები; ააგეს წინადადებები“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.