„ჩვენ გვიყვარს კითხვა“ - ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
25-03-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა პროექტი, სახელწოდებით „ჩვენ გვიყვარს კითხვა“ განახორციელეს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პატარებმა (დამრიგებელი მაკა ჩიკაშუა) მაკის ციტასის ნაწარმოები - „ოჰ, ეს მშობლები“ წაიკითხეს.

„მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნიდან საინტერესო მომენტებზე; განიხილეს მთავარი მოქმედი გმირის საქციელი; შეაფასეს მისი ქმედებები. პროექტის მონაწილეები ურჩევენ თანატოლებს, წაიკითხონ ეს საინტერესო წიგნი და გაეცნონ მხიარულ მარკუსს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203