
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს.
კლუბის წევრებმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს გააცნეს ინფორმაცია შესაძლო კიბერთაღლითობაზე, მოსალოდნელ საფრთხეებზე.
ამავე შეხვედრაზე კლუბის ლიდერმა, საბა ბედინეიშვილმა ისაუბრა ჩინურ აპლიკაცია - „ტიკ-ტოკზე“, რომელიც საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით, პირადი მონაცემების კუთხით საფრთხის შემცველია.
იხილეთ ფოტოები: