
მცხეთის N2 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნინო მეზვრიშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!
იხილეთ ფოტოები: