
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„თუ ერთმანეთს გავამხნევებთ,
ჩვენ მოვიგებთ ყველა ომებს.
ვიმეგობრებთ, ვიერთგულებთ-
არ დავითვლით ქრომოსომებს!
ის სიკეთე რაც მათშია,
უფლის ხატად ქმნილთ და სწორებს...
სიმართლე ხომ ამაშია:
- თვლა არ უნდა ქრომოსომებს!..
/ია ნანეიშვილი/
„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა, ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 2012 წლიდან აღინიშნება.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ დაწესება გამოწვეულია დაუნის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმებით და სტერეოტიპებით მთელ მსოფლიოში. საზოგადოების მხრიდან სტიგმები და გაუცხოება კი განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა საქართველოში. ამ სტერეოტიპების დამარცხება კი ცოდნით და ცნობიერების ამაღლებითაა შესაძლებელი, რაც საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიდან, პატარებიდან დავიწყეთ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო