„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“​ - ჭახათის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
25-03-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ გაიმართა.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა სურმანიძე და მუსიკისა და ხელოვნების პედაგოგი ნონა თხილაიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

21 მარტი  - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203