
„სოლიდარობა მზის შვილებს“ - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთშორისო დღე აღნიშნეს.
VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ, დაამზადეს პოსტერი და იმსჯელეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.
იხილეთ ფოტოები