„მარტივი მექანიზმები“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
25-03-2021

„მარტივი მექანიზმები“ - ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასში ფიზიკაში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. ფიზიკის პედაგოგი ირინა ალავიძეა, კლასის დამრიგებელი - დარეჯან ლაჭყეპიანი.

„დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ბერკეტის მოდელები. მოსწავლეებს სიღრმისეულად ჰქონდათ გააზრებული სხეულთა წონასწორობის საკითხები, შეძლეს ექსპერიმენტის დაგეგმვა და მონაცემების აღრიცხვა-დამუშავება, სწორი დასკვნების გაკეთება, დავალების პირობასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. ცოდნის ადეკვატურად პრაქტიკაში გამოყენება. წარმოადგინეს სათანადო ინფორმაციები პოსტერების. ილუსტრაციებისა და PowerPoint-ის საშუალებით. გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203