„ექიმი და წამლები“ - სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს საინტერესო გაკვეთილი ჩაუტარდათ
25-03-2021

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის I კლასში ჩატარდა ბუნების გაკვეთილი თემაზე „ექიმი და წამლები“, რომლის მიზანი იყო, მოსწავლეებს შეძლებოდათ ექიმის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება, წამლებთან, მკურნალობასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვების მოფიქრება, საჭირო ინფორმაციის მოგროვება.

„გაკვეთილზე მასწავლებელმა ახსნა სიტყვები: აბი, მალამო, რეცეპტი, დოლბანდი, სურდო, ანგინა. ჩატარდა თამაში პანტომიმით ჯგუფებში: ბავშვი კბილის ექიმთან, ბავშვი ყელ-ყურის ექიმთან, ბავშვი კანის ექიმთან, ბავშვი თვალის ექიმთან, რომლის დროსაც ჟესტ-მიმიკით განასახიერებს, თუ რომელი ექიმის მომსახურეობა სჭირდებოდათ.

გაკვეთილზე მოწვეული იყო სკოლის ექიმი, რომელმაც ისაუბრა თავის პროფესიაზე, მედიკამენტებზე, ვირუსულ დაავადება კორონაზე და იმის შესახებ, თუ რა წესები უნდა დაიცვან და როგორ უნდა აარიდონ თავი ამ ვერაგ მტერს. გაკვეთილის ბოლოს დაურიგდათ ბავშვებს პირბადეები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203