თბილისის N71 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი და კრეატიული აქტივობებით გამოეხმაურნენ
24-03-2021

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

სკოლის მე-22 (დამრიგებელი: ხათუნა ფახურიძე) და მე-31 კლასი (დამრიგებელი: ლედი ელიაშვილი ) ამ დღეს მრავალფეროვანი, კრეატიული აქტივობებით გამოეხმაურა. აღნიშნულ ღონისძიებას შეუერთდა სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბიც ( ხელმძღვანელი სოფო კაკაჩია).

„მოსწავლეები ეწვივნენ სოციალურ საწარმო -„ბაბალეს”, რომელიც ემსახურება, როგორც ცნობადობის ამაღლებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების გზით მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას. მოსწავლეები მონაწილეობდნენ ჭრელი წინდების აქციაში.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სოციალურ საწარმოში თავად ამზადებენ სხვადსხვა ნივთებს, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას ხმარდება.

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება, მათი უფლებების დაცვასა და მხარდაჭერის საჭიროებაზე აქცენტის გაკეთებაა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203