ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ
24-03-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში დაუნის სინდორომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების“ ფარგლებში ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ნიკეს“ ინიციატივით, რომლის ხელმძღვნელიც მაია არახამია გახლავთ, აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
„2021 წლის მსოფლიო გზავნილის ლოზუნგით: ჩვენ ვაკავშირებთ!
ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთს, მომავალი ურთიერთობებისთვის, განვითარებისთვის, დასაქმებისთვის! იყავი პირველი, დაიწყე დასაქმების ჯაჭვი დღეს!
პროექტს „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“, გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF და გაეროს განვითარების პროგრამა UNDP-თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID ფინანსური მხარდაჭერით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს