„ჩრდილების თეატრი“​ - ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორიგინალური კომპლექსური დავალება
24-03-2021

ვანის მუნიციპალიტეტის, ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიცა და მასწავლებლებიც აქტიურად არაინ ჩართულები საგაკეთილო პროცესში; ამასთან - სხვადასხვა პროექტსაც წარმატებით ახორციელებენ და ამის ნათელი დადასტურება პედაგოგ შორენა ოჩხიკიძის თაოსნობით შესრულებული კომპლექსური დავალება გახლავთ, რომლის მთავარი მოქმედი გმირები ტობანიერის საჯარო სკოლის მესამეკლასელები არიან.

ბავშვებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში, შექმნეს „ჩრდილების თეატრი“. გაკვეთილის თემა გახლდათ აკაკი წერეთლის „ყმაწვილი და პეპელა".

ტობანიერის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა ლექსი თხრობით ფორმატში წარმოადგინეს და სწორედ ინოვაციური სცენარის მიხედვით შეიქმნა ჩრდილების წარმოდგენა, რომელიც ტობანიერის საჯარო სკოლის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის სახით, ფერად-ფერადი ასოებით ჩაიწერება. 

იხილეთ აქტივობის ვიდეოჩანაწერი:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203