ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებმა ძველი ტექსტები გაათანამედროვეს
24-03-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-8 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ქეთევან სიხარულიძის ხელმძღვანელობით, შემოქმედებითი, საინტერესო, სასარგებლო და სახალისო დავალება შეასრულეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გასულ საუკუნეში დაწერილი ტექსტები გაათანამედროვეს - მაგალითად, როგორი იქნებოდა სოლომონ მორბელაძის „ფეისბუქ“ კედელი; რა ბედს ეწეოდა პლატონი დღეს რომ ეცხოვრა; როგორი შინაარსის იქნებოდა კირილე მიმინოშვილის დაწერილი ბლოგი.
„ლიტერატურა ნამდვილად არის „სხვა სამყაროში გადაბარგების“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებს გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები წაკითხულის შესახებ. გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203