დავით მენაფირის სკოლა „ლამპარსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
17-11-2017
დავით მენაფირის სკოლა „ლამპარსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, მასწავლებლობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია მოამზადოს მომავალი მასწავლებლები, რომლებსაც ექნებათ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული ცოდნა და უნარები. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სკოლებში პრაქტიკული გამოცდილების საშუალება მიეცეთ.“
სკოლა „ლამპარის“ დირექცია იმედოვნებს, რომ ასეთი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სივრცეში ახალი თაობის ინტეგრაციასა და პედაგოგიური სტანდარტების გაუმჯობესებას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს