რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ზიბირმაძემ სახალისო ინტელექტუალური თამაში შექმნა
ემზარ ხეხვიაშვილის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების მიღებაში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეები მუდმივად ერთვებიან შემოქმედებით საქმიანობებში და არაერთ ინტელექტუალურ გასართობებს იფიქრებენ. ამჯერად სკოლამ მეხუთე კლასის მოსწავლის გიორგი ზიბირმაძის მიერ შექმნილი ინტელექტუალური სახალისო თამაშის შექმნის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია.
იხილეთ ფოტოები: