ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII კლასში მანდატურის სამსახური ტრენინგებს ატარებს
24-03-2021
ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 კლასში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ტრენინგებს ატარებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სკოლამ მოგვაწოდა.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების გრძელვადიანი პროექტის საპილოტე სკოლებში განხორციელებას აგრძელებს. 

ტრენინგები ამჯერად, ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 (დამრ. ია ბლაგიძე) კლასში მიმდინარეობს. 
პროექტს უძღვება კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე და ფსიქოლოგი თეონა შანთაძე.

სკოლის მეშვიდეკლასელებისთვის პროგრამა ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდის (EU DAP UNPLUGGED PROGRAM) გამოყენებით ხორციელდება. მეთოდის სახელწოდებაა - „ცოცხალი შესრულებით", რაც კოგნიტური სოციალური გავლენის მოდელს ეფუძნება და ამ მიმართულებით, სიახლეს წარმოადგენს. ამჟამად, აღნიშნულ მეთოდს ევროკავშირის 15 ქვეყანა წარმატებით იყენებს.

საინტერესო და ბევრის მომცემ შეხვედრებს მე-7 კლასის მოსწავლეები ყოველ პარასკევს დიდი ენთუზიაზმით ელოდება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203