ბოსლების საჯარო სკოლის გუნდმა - „ფენიქსი“ საგანმანათლებლო კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
24-03-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში წარმატება მოიპოვეს.
სკოლის მოსწავლეები და ქართული ენის პედაგოგი ქალაქ რუსთავში ჩატარებულ „გმირთა ვარამის“ კონკურსში მონაწილეობდნენ, სადაც სკოლის გუნდმა „ფენიქსმა“ პირველი ადგილი მოიპოვა და უამრავი საჩუქარი გადაეცა. სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეებით და მათ მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.