
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღის აღნიშვნის მიზნით IX-XI კლასების მოსწავლეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.
ამ თარიღის აღნიშვნის მიზანი წყლის რესურსების მართვისა და რაციონალური მოხმარების საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე - 22 მარტი 1993 წლიდან აღინიშნება და მის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად მრავალი გარემოსდაცვითი აქტივობა და ღონისძიება ტარდება.
იხილეთ ფოტოები: