„სიახლეა ჩვენი სკოლისთვის!“ - ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის განცხადებას ავრცელებს
24-03-2021

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა მოსწავლეებისთვის  განცხადებას ავრცელებს. სკოლა პროექტის „ახალგაზრდული კლუბების გაერთიანება“ მონაწილეა. პროექტი ითვალისწინებს პროგრამირების საბაზისო კურსის შესწავლას და ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების მუშაობაში ჩართვას.

„მოსწავლეთა საყურადღებოდ! სიახლეა ჩვენი სკოლისთვის!

საქართველოს მასშტაბით შერჩეულია 25 სკოლა, ჩვენც მათ შორის, პროექტ - „ახალგაზრდული კლუბების გაერთიანება“ ფარგლებში.

პროექტი ითვალისწინებს პროგრამირების საბაზისო კურსის შესწავლას და ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების მუშაობაში ჩართვას. პროგრამა შედგება ორი ეტაპისგან და მოიცავს დაახლოებით ერთ წელს. მოსწავლეებს ჩართვა შეეძლებათ, მეცხრე კლასიდან ზემოთ, შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. უპირატესობა მიენიჭებათ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ პროგრამირებაზე მუშაობის გამოცდილება. შეისწავლიან პროგრამირების ენას python, 3D პროგრამირების ელემენტებს და სხვა.

კლუბში ჩართული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსებში! სკოლა აღიჭურვება თანამედროვე კომპიუტერული ლაბორატორიით.

პროექტს უხელმძღვანელებს ქალბატონი ნინო ჭიპაშვილი. დაინტერესებულმა მოსწავლეებმა მიმართეთ მას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203