„რთული გზა გაიარეს და ბევრი იშრომეს“- ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-03-2021

ახალციხის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - ნინო ნეფარიძე, საბა გელაშვილი და მათე ნებაძე, ისტორიის პედაგოგის - ლელა გვირჯიშვილის ხელმძღვანელობით „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „მიგრაცია - ცხოვრება ახალი ფურცლიდან“ მონაწილეობდნენ.

„მოსწავლეებმა გამოიკვლიეს სოფელი ტობა, ამ ადგილის ისტორია და მაცხოვრებლების გადასახლების ამბავი. ეწვივნენ სოფელ ტობას ნასახლარებს, იყვნენ სოფელ წყორძაში (სადაც გადაასახლეს ტობელები მე-20 საუკუნეში), გაესაუბრნენ ხალხს, ვინც ტობაში ცხოვრობდა, მათ შთამომავლებს, მკვლევარებს და ისტორიკოსებს - მერაბ ბერიძეს და რევაზ ანდღულაძეს, მოიძიეს სხვადასხვა ნაშრომი და ჩანაწერები ქალაქის ბიბლიოთეკაში და საბოლოოდ შექმნეს ვიდეო.

მონაწილეებმა რთული გზა გაიარეს, ბევრი იშრომეს, შეძლებისდაგვარად, გადააწყეს თავიანთი გეგმები კორონავირუსის პანდემიის გამო (რამაც ძალიან შეუშალა მათ ხელი), მაგრამ საბოლოოდ, ჯგუფმა კონკურსში, საქართველოს მასშტაბით, მე-8 ადგილი აიღო. შედეგები გამოქვეყნდა 2021 წლის თებერვლის ბოლოს. ასევე 2021 წელს გამოიცა წიგნი პირველი ათეულის ნაშრომებისა და თითოეულ მათგანს გადაეცა სერტიფიკატი, დაბეჭდილი კრებული და სამახსოვრო წიგნაკი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203