იყალთოს საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს
24-03-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავლის საყრდენი“ წევრებმა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

„უყურეს სიუჟეტს - „თამბაქო მავნებელია“ და გამართეს დისკუსია თამბაქოს დამოკიდებულებაზე, თუ რა გავლენას ახდენს მისი ზემოქმედება ორგანიზმზე და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა. 

შექმნეს ვიდეორგოლი ადიქციის ერთ-ერთ ფორმაზე, სადაც საუბრობენ, თუ რა ზეგავლენას ახდენს მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება; როგორ შეიძლება პრობლების მოგვარება.

ვიდეორგოლი სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს. აქტივობები სლოგანებით „ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, „უარი უთხრათ ალკოჰოლს“, „ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე“ განხორციელდა“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203