ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
24-03-2021
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა. მასწავლებლებმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა აუხსნეს.

21 მარტი  - 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203