ღების საჯარო სკოლის პედაგოგის ავტორობით, საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, ელექტრონული წიგნი შეიქმნა
24-03-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებლის, თამარ სამსონიძის ავტორობით, წიგნი შეიქმნა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მეგობრობის შესახებ შექმნილი წიგნი ელექტრონულია.
ავტორმა წიგნზე Erasmus+ისა და ETwinning-ის საერთაშორისო პროექტ „The magic of friendship“-ის ფარგლებში იმუშავა.
აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები და მასწავლებლები ჩართულნი არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საფრანგეთი, თურქეთი, საქართველო, ლიტვა, პოლონეთი და სლოვენია.