აჭყვას საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა და მიხეილ ჯავახიშვილის უკვდავი მოთხრობები
24-03-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, სრული დატვირთვითა და რეგულაციების ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე სასკოლო ცხოვრებაში და ამის ნათელი მაგალითი აჭყვას საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე არსებული მკითხველთა კლუბი გახლავთ.

კლუბი დასწრებითი სწავლების განახლების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას; მოსწავლეები შეხვედრებზე სხვადასხვა მწერლის შემოქმედებას განიხილავენ და ახლახან ისინი გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებას.

მოსწავლეებმა ამჯერად წაიკითხეს მოთხრობები: „ჩანჩურა“, „კურკას ქორწილი“, „დამპატიჟე“; იმსჯელეს ნაწარმოებში წამოჭრილ პრობლემასა და მთავარ სათქმელზე, გაავლეს პარალელები თანამედროებასთან; შეხვედრის ბოლოს კი შთაბეჭდილებები  ჩაწერეს მკითხველთა კლუბის დღიურში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203