საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ავიაციის როლზე ესაუბრნენ
24-03-2021
დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლას საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სტუდენტები, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, პროფესიული ორიენტაციის მიზნით, ავიაციის როლზე ესაუბრნენ.

„მათ ასევე უნივერსიტეტის სტრუქტურა გააცნეს მოსწავლეებს და ბლოკნოტები და ფლაერები აჩუქეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203