მათემატიკური დღესასწაული რუსთავის N23 საჯარო სკოლაში
24-03-2021

მარტში მსოფლიო რიცხვ „პის“ დღეს აღნიშნავს. ყველამ იცის, რომ π წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია, მნიშვნელობა კი 3,14-ს უდრის. ვაჟა-ფშაველას სახელობის, რუსთავის N23 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი ამ დღეს და მათემატიკურ მუდმივას საკუთარი ხელით შესრულებული ნამუშევრები მიუძღვნეს.

პედაგოგების ძალისხმევით და რაღა თქმა უნდა, საკუთარი მონდომების შედეგად, რუსთავის N23 სკოლის მოსწავლეებმა „პი“-ს მნიშვნელობაც იციან და ზოგადად, მათემატიკაც ძალიან უყვართ; ამ აქტივობის შედეგად კი, მათ არასოდეს დაავიწყდებათ - ციფრებისა და ალგორითმების უკიდეგანო სამყაროში არსებობს მუდმივა, რომელსაც „პი“ ეწოდება და რომლის დღეც მისი მნიშვნელობის ზუსტ შესატყვის რიცხვში აღინიშნება - 3.14. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203