„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლი შენც!“ - რუსთავის N5 სკოლელების გზავნილი მსოფლიოს
24-03-2021

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაერო-ს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა და მას შემდეგ, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები სხვადახვა აქტივობით ცდილობენ, გააგებინონ მსოფლიოს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.

21 მარტი რუსთავის N5 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული იყო - მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს, რაც მთავარია, საქართველოსა და მსოფლიოს გააგებინეს, რომ ისინი ქრომოსმოებს არ ითვლიან. თითოეულ ჩვენგანს კი მისცეს მაგალითი, როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი მეგობრობა - დიფერენცირებისა და ყოველგვარი პერსონალიების გარეშე - უანგარო, სიკეთითა და სიყვარულით სავსე, ისეთი, როგორიც რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იციან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203