„ჩვენი მომავლის შენება“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
24-03-2021

„ჩვენი მომავლის შენება“ - აფხაზეთის N14 საჯარო საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

„თითოეულმა კლასის ხელმძღვანელმა ინფორმაცია მიაწოდა თავის კლასს დაუნის სინდრომზე. მე -10 კლასის მოსწავლე ლიზი ესართიამ დაამზადა კედლის გაზეთი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას. მე-4 კლასელმა ელიზაბედმა მხარდაჭერა გამოხატა მათ მიმართ“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ცნობიერების ამაღლების მიზნით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება.
2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ „Lot`s of Socks“, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203