„გამირეცხეთ დედამიწა“ - გარემოზე ზრუნვის დღე ერკეთის საჯარო სკოლაში 
24-03-2021

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლაში დასწრებითი სწავლება მიმდინარეობს. სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს პროტოკოლით გათვალისწინებულ რეგულაციებს და ამავე დროს, აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტში.

22 მარტს, წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს, ერკეთის საჯარო სკოლამ ჩაატარა დასუფთავების საათი, სათანადოდ აღჭურვილმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დაასუფთავეს სკოლისა და თემის ცენტრის ტერიტორიები.

„მე მინდა კრიალებდეს, გამირეცხეთ დედამიწა'' - ამ სლოგანით მოსწავლეებმა საკუთრი ხელით დაამზადეს ლოგო, რომელზეც გამოსახეს სუფთა დედამიწა და წყლის ერთი კრიალა წვეთი.

ჩვენ გავასუფთავებთ დედამიწას და ვიცხოვრებთ ჯანსაღ გარემოში - ასეთია ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პროექტის ორგანიზატორების მიზანი, რომლის მისაღწევად, თითოეულ მათგანს საკუთარი მცირე წვლილი ყოველდღიურად შეაქვს.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203