„გაზაფხულის დღიურები“ - სამთავისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
24-03-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ფარგლებში, მარტში განახორციელეს პროექტი/აქტივობა  „გაზაფხულის დღიურები“. სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლელა ჩერქეზიშვილია.

ღონისძიება მიეძღვნა ცნობილი ქართველი ქალების (ეკატერინე გაბაშვილი, ოლღა გურამიშვილი, ბარბარე ჯორჯაძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მარო მაყაშვილი, ელენე ბაქრაძე...) ცხოვრებას და მოღვაწეობას.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა:

  • მოსწავლეებმა განიხილეს ქალი მონარქების, თამარის და რუსუდანის მეფობის პერიოდი;
  • მოიძიეს ინფორმაცია 2011 წლიდან დღემდე ქალთა მონაწილეობის პროცენტული მაჩვენებლების შესახებ საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ორგანოებში;
  • ინდივიდუალურად დაამზადეს საინფორმაციო ხასიათის კედლის გაზეთები, სადაც გააშუქეს ცნობილი ქართველი ქალების ბიოგრაფია, გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება და შეხედულებები, განსაზღვრეს მათი ადგილი და როლი დღევანდელობაში.

აქტივობის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ნამუშევარი.

მეცხრე კლასის მოსწავლეები ასევე არიან სამოქალაქო განათლების კლუბის აქტიური წევრები და პროგრამა „მომავლის თაობის“ და რეგიონული ორგანიზაცია „ბილიკის“ მხარდაჭერით რამდენიმე  აქტივობასა  და პროექტში აქვთ მონაწილეობა მიღებული.


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203