ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალური თამაშის რეგიონულ ტურში მიიღებს მონაწილეობას
24-03-2021
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის გუნდი ინტელექტუალურ თამაშში - „რა, სად, როდის“ მონაწილეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გაიმართა შესარჩევი ტური, რომელსაც მოდერაციას ინტელექტ კლუბის წარმომადგენელი ზურაბ მესხიძე უწევდა.
სკოლის გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან - გუნდის კაპიტანი ბექა გორგილაძე, ლინდა ნიჟარაძე, სულხან სირაბიძე, ქეთი ჯაყელი, დაჩი ბერიძე და ლუკა გათენაძე, რეგიონულ თამაშში მიიღებს მონაწილეობას.