„ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ - სენაკის N1 სკოლის II კლასში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა
24-03-2021

„ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ - გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის II კლასში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პროექტი განხორციელდა.

მოსწავლეებს პედაგოგი შორენა ნოდია ხელმძღვანელობდა.

პროექტის მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ ბავშვების ცნობიერების ამაღლება და ამ სინდრომის მქონე თანატოლების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა.

„მოსწავლეები მთელი მონდომებით ჩაერთვნენ პროექტში შეაგროვეს ინფორმაცია, შექმნეს პლკაკატები, დახატეს ფერადი წინდები,,ხელთათმანები,,სლოგანები. მოიწვიეს სტუმრად „თაინე“  გადასცეს საჩუქრები. იმღერეს და იცეკვეს მასთან ერთად“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეო 1:



იხილეთ ვიდეო 2: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203