წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა
24-03-2021

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა.

ამ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციები მოამზადეს მოსწავლეებმა - მარია ჭიჭინაძემ, ანასტასია ლობჟანიძემ და ნინო ჯიქიძემ.

თემატური გაზეთი მოამზადა ლიზი გურეშიძემ, ნახატები დახატეს მე-6 კლასის მოსწავლეებმა: ზურაბ ჯოხაძემ, ლევან ელბაქიძემ და ანასტასია დვალიშვილმა, სამოქალაქო კლუბმა „მერმისი“ კი ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა თანატოლებთან, გარდა ამისა, ბავშვებმა ნახეს თემატური ფილმი.

ყველა ღონისძიება მიმდინარეობდა სლოგანით: „მზის შვილები“, „სიკეთე და სიყვარული გადამდებია“, „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „ჩვენ ყველანი ერთი სამყაროს შვილები ვართ“, „თანადგომა და სიყვარული გადაგვარჩენს“.
ასეთი ლამაზი ფორმით გამოხატეს მოსწავლეებმა თავიანთი მეგობრებისადმი სიყვარული.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.


#ჩვენქრომოსომებსარვითვლით

იხილეთ ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203