მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
24-03-2021
ხულოს მუნიციპალიტეტის მანიაკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ბავშვებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203