ბაღდათის N1 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიუძღვნეს
24-03-2021

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებამ მრავალფეროვანი ღონისძიებები, სლოგანით „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გამართა.

დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები; მოეწყო ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა; ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები. 

„მიღებული ინფორმაციით მოსწავლეებმა შეძლეს, დაემსხვრიათ მითები, გაეგოთ და ეღიარებინათ რეალობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ.

ჩატარებული აქტივობები ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას; სასკოლო საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეების საჭიროებებსა და სასწავლო პროცესში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის შესახებ.

ყველა სირთულის გადალახვა შესაძლებელია იმის გააზრებით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და თავიანთი პოტენციალის განვითარებისთვის ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.

დიდი მადლობა ბაღდათის  #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაწეული დახმარებისთვის.

ორგანიზატორები: თინათინ ფურცელაძე - სპეციალური მასწავლებელი; ნანა რობაქიძე - სპეციალური მასწავლებელი; ნინო ზირაქაძე - ხელოვნების მასწავლებელი“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203