„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ – თბილისის N12 სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს პროექტი მიუძღვნეს
24-03-2021

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ – თბილისის N12 საჯარო სკოლის III კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა. კლასის მასწავლებელი თამუნა ხიზანიშვილია.

პროექტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა.

„მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ დაუნის სინდრომი შეძენილი დაავადება არ არის, რომ ბავშვები ასე იბადებიან. მათ გაიგეს, რომ საზოგადოების სწორი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ბავშვებისთვის. ერთხმად აღიარეს, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტები და მათ ვღებულობთ ისეთებს, როგორებიც არიან“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203