მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლე გადაარჩინა - ჩვენი დროის გმირი განთიადის საჯარო სკოლიდან
23-03-2021

რამდენიმე დღის წინ, წალკის მუნიციპალიტეტის განთიადის საჯარო სკოლაში თავდადებისა და გმირობის ერთი ფაქტი დაფიქსირდა - სპორტის მასწავლებელმა მოსწავლე სიკვდილისგან იხსნა. როსტომ კახაძის გაკვეთილი ჩვეულებრივ, ცხრილის მიხედვით დაიწყო და ალბათ ასევე გაგრძელდებოდა, რომ არა გაუთვალისწინებელი რამ - ერთ-ერთმა მოსწავლემ უეცრად გონება დაკარგა.

ბატონი როსტომი არ დაიბნა და ბავშვს პირველადი დახმარება აღმოუჩინა; მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს პირველადი დახმარება აღმოჩნდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სწორი რეაგირების შედეგად ბავშვი გადარჩა. „ბავშვს მეორედ სიცოცხლე აჩუქა“ - ასე შეაფასა ექიმმა მასწავლებლის რეაქცია ფაქტზე.

ინფორმაცია Etaloni.ge-ს წყარომ მიაწოდა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა - უბრალოდ მინდოდა ყველას შეეტყო ამ ფაქტის შესახებო, - გვითხრა. ეს კონკრეტული ამბავი კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს - მასწავლებლები ჩვენი დროის გმირები არიან, რომლებიც ყველაფერს დათმობენ მოსწავლის სიცოცხლისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203