ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის შემოგარენში ნერგები დარგეს
23-03-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტყის კვირეულის ფარგლებში, აქცია, „სუფთა გარემო ქისტაურში“ გამართეს.

სკოლის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში, სოფლის შემოგარენში ნერგები დაირგო.

„აქციის მონაწილეებმა ორმწკრივად კვიპაროსების ნერგების კორიდორი შექმნეს, ფერდი კი, გაამაგრეს კაკლის, თელისა და კოლხური ბზის ნერგებით.

მოსწავლეებმა ყველას საკუთარი გარემოს მოვლა-პატრონობისკენ მოუწოდეს.

​აქცია სოფლის ახალგაზრდობისა და ასოციაციის „მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“ ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გაიმართა“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203