წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-03-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად „პროექტის თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეზოში დასუფთავების აქცია ჩატარდა. ასევე სკოლის 10ბ კლასში (ქიმიის პედაგოგი: თათია ივანეიშვილი, კლასის ხელმძღვანელი: ნატო ჯოხაძე) ჩატარდა სპეციალური გაკვეთილი, სადაც მოეწყო საინფორმაციო პოსტერების გამოფენა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს წყლის თვისებებზე, შემადგენლობაზე, გავრცელებასა და მნიშვნელობაზე სიცოცხლისათვის. ჩაატარეს ცდა, სადაც მოხდა დაბინძურებული წყლის გაფილტვრა. ამით მოსწავლეებში ამაღლდა ცნობიერება წყლის როლისა და მნიშვნელობის შესახებ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203