თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა დევაძე საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
23-03-2021

თელავის N5 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ნიკა დევაძე „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

დამსახურებული სერტიფიკატები მოსწავლეს სკოლის დირექტორმა და შესაბამისი საგნის მასწავლებლებმა გადასცეს.

„იგი დაჯილდოვდა ოქროს მედლითა და დიპლომით ინგლისურში, ასევე დასტურად იმისა, რომ ნიკამ წარმატებით იასპარეზა 2020 წლის შემოდგომის სეზონის „კინგსის“ ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის ლიგებში მოიპოვა შესაბამისი დიპლომები. სკოლის დირექცია ულოცავს ნიკა დევაძეს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წარმატებას. საგნის მასწავლებლები ლია ლეშკაშელი (მათემატიკა), დარეჯან დვალი (ქართული ენა და ლიტერატურა) და ია კოკოშაშვილი (ინგლისური)“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203