მისაქციელის საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები ჩატარდა
23-03-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლის ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქტივობები ჩატარდა.

აქტივობების მიზანი იყო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ოფიციალურად 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით აღიარეს. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით, „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია დამკვიდრდა. ის მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203