ნოღოხაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე ჯორბენაძემ საგნობრივ ოლიმპიადაში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა
23-03-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ჯორბენაძემ „კინგსის“ ოლიმპიადაში, ინგლისურ ენასა და ქართულ ენაში, ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.  

სკოლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებამ წარმატებულ მოსწავლეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

„სკოლა ულოცავს ალექსანდრე ჯორბენაძეს ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოებას და წარმატებას უსურვებს მას.  

მადლობა ინგლისური ენისა და ქართული ენის მასწავლებლებს - ნატო გვილავასა და დარეჯან ცომაიას გაწეული ღვაწლისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203