ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო ლექცია გაიმართა
23-03-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამა „მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის“ ფარგლებში.
ლექციას, რომელსაც სკოლის IX-XI კლასელები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, უძღვებოდნენ: ირაკლი ირემაძე- საქართველოს გაეროს ასოციაცია, ირაკლი ხვადაგიანი-საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ანა მარგველაშვილი-სათემო განვითარების ცენტრი.
ლექციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი შინაარსის თემები:
1. ადგილობრივი თვითმმართველობები საქართველოში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) და თანამედროვე საქართველოს გამოცდილება.
2. სათემო ინიციატივები და სათემო გაერთიანებები საქართველოსა და ევროპაში: წარსული და თანამედროვეობა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, კითხვა-პასუხის რეჟიმში მასში ჩართული იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. სკოლის დირექცია მადლობას უხდის საქართველოს გაეროს ასოციაციას წარმოდგენილი აქტივობისთვის.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203