საგურამოს საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
23-03-2021

25 თებერვალს, დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საინტერესო პრეზენტაცია გამართეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები: თამილა ვალიშვილი-ბედუკაძე და ლაურა ქრისტესიაშვილი

„25 თებერვალი საქართველოში მოიხსენიება ოკუპაციის და ანარქიის დღედ. საგურამოს საჯარო სკოლაში 25 თებერვალს ჩატარდა ოკუპაციისა და ანარქიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ამ თემაზე პრეზენტაცია წარადგინეს IX,X,XI და XII კლასის მოსწავლეებმა. მათ ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია-ოკუპაციაზე და მის შედეგებზე“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203