ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეებმა ვაქცინაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოამზადეს
23-03-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ თბილისის ფილიალის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულ კორონავირუსის ვაქცინაციის პოპულარიზებაში.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლის სახით პრეზენტაცია მოამზადეს მე-11ა მოსწავლეებმა. პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილეს ზოგადად ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე მის დადებით მხარეებზე. და ვირუსთან გამკლავების და დამარცხების პროცესში ვაქცინის მნიშვნელობაზე.