მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში აქტიურად არიან ჩართულნი
23-03-2021
მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებში და კონკურსებში.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია“ ფარგლებში მცხეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეფემია ხუტაშვილმა (VIII კლასი) და ბიჭიკო გამხიტაშვილმა (V კლასი) მიიღეს მონაწილეობა და მათი ნამუშევრები კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.
ეფემია ხუტაშვილი - (ნამუშევრის თემა) ექიმთან ვიზიტის დროს, არ შეიძლება სხვა პირმა მოისმინოს და გაიგოს, როგორ აცნობს ექიმი პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგებს. ეს კონფიდენციალური მონაცემები ეკუთვნის მხოლოდ პაციენტს;
ბიჭიკო გამხიტაშვილი - (ნამუშევრის თემა) ბავშვის პერსონალური მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნას ბავშვის და მისი მშობლის ნებართვის გარეშე. მე მიცავს ჩემი კონვენცია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203