წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლემ, ჯაბა ტყეშელაშვილმა ძალოსნობის შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა
23-03-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა ძალოსნობის  შეჯიბრში.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 21 მარტს წყალტუბოს სპორტის სასახლეში გაიმართა გურამ მამიაშვილის სახელობის ღია პირველობა ძალოსნობაში ცამეტწლიანთა შორის.

„წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის წარჩინებულმა, მოსწავლემ ჯაბა ტყეშელაშვილმა წარმატებით იასპარეზა ძალოსნობის შეჯიბრში.  მან პირველი ადგილი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. ასევე, ამ დღეს სინკლერის ცხრილის მიხედვით დაამყარა რეკორდი (77 კგ) და ფულადი ჯილდოც დაიმსახურა. 60 ძალოსანთა შორის წარმატებით იღებდა მონაწილეობას კიდევ  სამი პირველსკოლელი:

  • გიორგი ჯოხაძე II ადგილი
  • ზურაბ იოსელიანი III ადგილი
  • მიშო ახალაძე III ადგილი
მომავალ წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდა სპორტსმენებს. მეამაყებით პირველსკოლელებო! 6 კლასის დამრიგებელი მაკა ჟორჟოლიანია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203